Tuesday, May 11, 2010



მთავარი იდეა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქები

მნიშვნელობა/აქტუალობა დედაქალაქი, ზოგადად ყველა ქვეყნის აქტუალური და მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსწავლეები გაიღრმავებნ ცოდნასა და უნარებს მშობლიური დ მათ მიერ არჩეული უცხო ენის ქვეყნის დედაქალქების კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის და ასევე თანამედროვე მიღწევების შესახებ. მნიშვნელოვანია განსაზღვრონ, თუ რა ცხოვრებისეული პრობლემებისა და ღირებულებების მატარებელია თოთოეული დედაქალქი.მოსწავლეები ეუფლებიან ბრიტანულ ინგლისურს და ამ ქვეყნის დედაქალიქის შესახებ ცოდნის გაღრმავება გააძლიერებს მათ ინტენერსს და მოტივაციას ენის დაუფლების პროცესში.

მიზნები და შედეგები მოსწავლეები იყენებენ კითხვის სტრატეგიებს:
1. უცხ. VII.11. მოსწავლე იგებს მარტივ კორესპონდენციას.
2. უცხ. VII.13. მოსწავლე ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველ მარტივ შემეცნებით ტექსტებს.
მოსწავლე იყენებს ,,სწავლის სწავლა” სტრატეგიებს:
1. უცხ. VII.23. მოსწავლე სწავლობს ამოცანის დამოუკიდებლად გადაჭრას
2. უცხ. VII.25. იყენებს რესურსებს
3. უცხ. VII.29. თანამშრომლობს გუნდის წევრებთან.
მოსწავლე იყენებს დიალოგის სტრატეგიებს:
1. უცხ. VII.31. იჩენს ინტერესს კულტურული თავისებურებების მიმართ
2. უცხ. VII.33. ითვისებს განსხვავებულ გარემოში მიღებულ ქცევის წესებს

შეფასების საგანი და პროცედურები წინასწარ, სასწავლო დავალების ინსტრუქციების მიცემამდე გავაცნობ შეფასების რუბრიკას. დადებითი შედეგისთვის სასრუველია წარმატებით გაიარონ შემდეგი პროცედურები:
 ინფორამციის მოძიება
 ბიბილიოთეკის, კომპიუტერის გამოყენება
 მრავალფეროვანი თვალსაჩინოების ბარათები
 პროექტის წარდგენის ტიპი
 ეფექტური და შედეგიანი მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტოები/პროცედურები
 საქმი
 სქმიანობსი გაწერა დროში(დაძლევენ თუ არა დავალებას დათქმულ ვადებში)
წახალისების მიზნით თითოეული მოსწავლე პროექტის მსველელობაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით მიიღებს ინდივიდუალურ სიგელს.(მაგ: შრომისმოყვარე მოსწავლე,მოწინავე მოსწავლე,მოტივირებული მოსწავლე და სხვა.)

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ მოსწავლეები გარკვეულწილად ფლობენ ინფორამციას საკუთარი დედაქალაქის ისტორიულ-კულტურულ ფაქტებზე და ასევე მეტნაკლებად ერკვევიან სოციალურ მდოგმარებაშიც. ამავდროულად ზოგადი წარმოდგენა აქვთ დიდი ბრიტანეთის დედაქალიქის შესახებ. არსებული ცოდნისა და გარკვეული უნარ-ჩვევების დახმარებით შეეცდებიან უფრო გაიღრმაონ ცოდნა, რათა კიდევ უფრო მეტი ინტერესით მოეკიდონ უცხო ენის სწავლებას.
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსი წიგნი (მითითებას მივცემ რომ ისარგებლონ”British Council”-ის ბიბლიითეკით), რევეული, კალამი, თვალსაჩინოებები, ფორმატები, კომპიუტერი და პროექტორი, მოსწავლეების ვიზუალური მხარე.

პროექტის მსვლელობა შესაბამისი კითხვების საფუძველზე ერთად ჩამოვყალიბდებით მთავარ თემაზე.მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს. მოსწავლეები დააზუსტებენ დეტალებს და ამის შემდეგ გადაინაწილებენ ფუნქციებს. კლასს დავყოფ რამდენიმე მცირე ჯგუფებად.
 პირეველი ჯგუფი: ევალებათ მოიძიონ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მშობლიური ქვეყნის დედაქალქის შესახებ. 1-2 დღე
 მეორე ჯგუფი: ევალებათ დიდი ბრიტანეთის დედაქალქის შესახებ მოიძიონ საინტერესო, თანამედროვე დოკუმენტები და ფოტო მასალები 1-2 დღე
 მესამე ჯგუფი: განსაზღვრავენ საერთო სოციალურ/კულტურულ და პოლიტიკურ მსგავსებები და განსხვავებები დედაქალაქებს შორის.1 დღე
 მეოთხე ჯგუფი: პირველ 3 ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე ცდილობს შექმნას შესაფერისი თვალსაჩინოებები. 2 დღე
 მეხუთე ჯგუფი: ასევე დანარჩენ ჯგუფებთან მჭიდრო კავშირის დამყარებით ანხორციელებს პროექტის ტექნიკურ მხარეს, ზრუნავს წარდგენის ფორმატის შერჩევასა და მის სრულყოფაზე. 1-2 დღე
აღსანიშანავია მოსწავლეთა ვიზუალური მხარე უშუალოდ პროექტის პრეზენტაციის დროს: კლასი გაყოფილია ორად. ერთი გუნდი ტრადიციულ, ქართულ კოსტუმებშია წარმოდგენილი, მეორე კი, შესაბამისად დიდი ბრიტანეთის მცხოვრებელებს განასახიერებენ და ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან თბილისისა და ვაშინგტონის შესახებ , მსჯელობენ მათ შორის არსებულ საერთო საკითხებსა და განმასხვავებელ ფაქტორებზე.
ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, პროექტის პრეზენტაცია მოგვეწოდება “Microsft Office Powerpoint”-ის გამოყენებით.

პროექტზე მუშაობის დრო/ხანგრძლივობა 8-9 დღე

სასწავლო პროექტის წარდგენის გეგმა
 მისალმება
 განწყობის შექმნა
 შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები:
მოსწავლეები წარმოგვიდგეენ გუნდური მუშაობისას გადაღებულ ფოტო მასალას(სლაიდების სახით), თავიანთ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას; თუ რა თანმიდევრობით მუშაობდნენ მასწავლებლის მითითებებე.
 საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
მოსწავლეები ეცდებიან დაგვანახონ, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად და აქტიურად იყო ჩაბმული მუშაობის პროცესში და რომ, ასევე თნაბრად იყო განაწილებული პასუხისმგებლობა.აქტიური თანამონაწილეობით უშუალოდ განიხილავ მთავარ თემას
 საქმინაობის შესაბამისი რესურსები
მოსწავლეები მოგვაწვიდაინ ინფრომაციას, კონკრეტულად, თუ რომელი ინტერნეტ მისამართებით ისარგებლეს, რა დამატებითი ლიტერატურა გამოიყენეს და რომელი საოფისე პროგრამა დაიხმარეს, ასევე თუ როგორ გაუკეთეს ორგანიზება მოსწავლეთა ვიზუალრუ მხარს.

მონაწილეთა ასაკი VII კლასი
სამუშაო ენა ინგლისური
ფასილიტატორი ნინო კაკუშაძე

კატეგორია კრიტერიუმი შეფასება მიღებული ქულა

მომზადების ეტაპი მოუწესრიგებელია, არ არის გამპყენებული ისტ-ი 1-3
მოუწესრიგებელია, ისტ-ი გამოყენებული მცირე დოზით. 4-5
ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა 6-7
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული 8-10
ცხრილები და სქემები
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი ისტ-ი 1-3
არ არის გამოყენებული.საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მოუწესრიგებელია, ისტ-ი გამოყენებულია მხოლოდ ერთი მსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა.
4-5
მოწესრიგებულია, ისტ-ის გამოყენება მრავალფეროვანია, ზოგჯერ შეისაბამოა დავალაებასთან.
6-7
კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების ჩართულობა 8-10
პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი ისტ-ი არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეესაბამება დავალებას. 1-3

მოუწესრიგებელია, ისტ-ი გამოყენებულია მცირე დოზით. არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა.
4-5

მოუწესრიგებელია, ისტ-ის გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა.
6-7

კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრმა.
8-10
ქულათა ჯამი
საბოლოო შეფასება ქულათა ჯამი გაყოფილი 3–ზე

No comments:

Post a Comment